“ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში

გათვალისწინებული არ არის”-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ განაცხადა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ მერიამ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის ესკიზი საზოგადოებას წარუდგინა, თუმცა, მოსახლეობამ დაიწუნა. მათი თქმით, მომზადდება ახალი პროექტი და თუ საზოგადოება მოიწონებს, ბულვარის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად თანხები რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

“გასულ წელს, მერიამ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის ესკიზი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის, ცალკეული ელემენტებითვე წარადგინა. პროექტი საჯარო კენჭისყრაზე დაიდო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროექტი დაიწუნა. რადგან ბულვარი ქალაქის ცენტრალური და ისტორიული ნაწილია, გადავწყვიტეთ, რომ ის საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გავაკეთოთ და ახალი პროექტი კიდევ ერთხელ დავდოთ კენჭისყრაზე. თუ მოსახლეობა მოიწონებს, ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. მოწონებული პროექტი რგფ-დან დაფინანსდება,”-აცხადებენ მერიაში.

ბულვარის რეაბილიტაციის იდეა მერიამ გასულ წელს გააჟღერა.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *