ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში

ირაკლი შენგელია მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ინფრასტრუქტურული პროექტები; სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამები; საკანონმდებლო და საბიუჯეტო ინიციატივები; საკონსულტაციო და საჯარო შეხვედრები; გენდერული თანასწორობის საბჭო;დაგეგმილი პროექტები. 

,, წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გაწეული საქმიანობების ანგარიშს. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის ანგარიშვალდებულება, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალებულებების შესრულებას და გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას.”- აცხადებს დეპუტატი.

ირაკლი შენგელია ანგარიშს მოსახლეობას 25 ნოემბერს, 18:00 საათზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წარადგენს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *