Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
დიმიტრი მხეიძის თქმით, ვერ დაუმტკიცეს 2020 წლისათვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რატომ არ შექმნიდა პრობლემებს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მისი პოზიცია გუნდში ყველამ იცოდა. დეპუტატი ამბობს, რომ მას ვერ დაუმტკიცეს 2020 წლისათვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რატომ არ შექმნიდა პრობლემებს ქვეყანაში.

,,ჩვენ ვემზადებოდით, რომ 2024-ში გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მართლაც მყარად, რომ ქვეყანას პრობლემა არ შეჰქმნოდა. ოპოზიციურმა ძალებმა მოითხოვეს გინდა თუ არა პროპორციულიო და რაც შეიძლება დაბალი გადასასვლელი პროცენტი. ჩვენმა გუნდმა კარგი, დაგთანხმდებითო და მე ვიყავი წინააღმდეგი და არა მარტო მე. უფრო მეტი წინააღმდეგი იყო. 2020 წლისათვის თუ ეს მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დავაყენოთ-მეთქი. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, თქვენ თქვენი კონტრარგუმენტები გქონდეთ. ახლა გაძლევთ თანხმობას, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად, 2020 წლისათვის სახელმწიფოს არ დავაზარალებთ პროპორციულზე გადასვლით. თუ ვერ დაგვიმტკიცებთ, ჩვენ ხმას ვერ მივცემთ. ვერ დაგვიმტკიცეს. ელემენტარულია, ვთქვათ, ვერ შევიდა ,,ქართული ოცნება" უმრავლესობით, ვისთან უნდა შევქმნათ ალიანსი? კობახიძეს დავუსვი ეს კითხვა პარლამენტში და მანაც მიპასუხა, ამათთან ვერავისთან გავერთიანდებით ჩვენო. თუ ერთხელ, ორჯერ ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ამას მოსდევს რიგგარეშე არჩევნები. როდემდე უნდა იყოს ქართველი ადამიანი სულ არჩევნებში?"- განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

შეგახსნებთ, კანონპროექტს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩებნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, მხარი იმერეთიდან მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ზესტაფონის მაჟორიტრამა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ არ დაუჭირეს.

ამავე თემაზე: ,,პროპორციული სისტემა ჩვენთვის დღესდღეობით პრობლემატურია" - დიმიტრი მხეიძე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020