Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
რატომ მივიდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის ბიუროს დაბოქლომებაც სცადეს
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე მივიდა, რომლის ბიუროს კარის დაბოქლომებასაც ოპოზიცია ცდილობდა. სხდომაზე მობილიზებული იყვნენ მერიის ააიპების თანამშრომლები და ის პირები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.

მხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პარლამნეტში შესვენების გამო დრო გამონახა და სხდომაზე ქალაქში მიმდინარე აქტუალურ საკითხებში გასარკვევად მივიდა. მისივე თქმით, ბიუროში რამდენიმე მოქალაქესთან შეხვედრაც ჰქონდა ჩანიშნული. 

"დღეს პარლამენტში შესვენება გვაქვს და გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი სხდომაზე. გადავხედე და გადავამოწმე რამდენიმე საკითხი. ქუთაისში პარლამენტში ფუნქციონირების დროს საკრებულოს სხდომებს ვესწრებოდი, თუმცა, კომიტეტებში მუშაობა და საკრებულოს სხდომები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, რადგან შესვენებაა პარლამენტში, გამოვიყენე ეს დრო ქუთაისში ჩამოსასვლელად,"-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

კითხვაზე, რას უკავშირდება საკრებულოს სხდომაზე იმ ადამიანების მობილიზება, ვინც მისი ბიუროს კარს დაბოქლომებისაგან იცავდა, მხეიძე პასუხობს: "ქალაქში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირებზე ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, ისინი იცავდნენ თუ არა ჩემს ბიუროს. დააანონსა მათმა მეთაურებმა დაბოქლომება და ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობას არ სურს "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში მოსვლა,"-განმარტა მხეიძემ.

სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

მერიის ააიპების თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ სხდომაზე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მოსასმენად მივიდნენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020