Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა და მოიყვანეს ის, ვისაც ხელფასს უხდიან"
"პირადი წყენით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გუშინ არავინ მოსულა"-ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ანდრო მაღლაკელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისში ოპოზიციის ოფისებთან მიმდინარე აქციებში მონაწილეობას მხოლოდ საჯარო მოხელეები იღებდნენ, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდის. მაღლაკელიძემ აქციაში მონაწილე პირების ფოტოებიც წარმოადგინა, რომელთა შორის ააიპების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები არიან.

"უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც ხელისუფლება აქციებს ოპოზიციას უწყობს, თუმცა, ივანიშვილმა ამას მიგვაჩვია. აქ გამოკრულია ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირები არიან. ბაღების გამგეები, საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეები. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პირადი წყენით არავინ იყო მოსული. ესენი ყველა არიან საჯარო მოხელეები, რომლებსაც ივანიშვილი ფულს უხდის. მათ ვითომ პროტესტი გამოხატეს. ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა, ამომრჩევლის მოყვანა. მოიყვანეს ის, ვისაც ხელფასს უხდიან და პრემია დანამატებს აძლევენ. არის რამდენიმე კადრიც, სადაც სიებია გაკეთებული და წერია ვისთვის რამდენი აქვს მისაცემი. ალბათ, გინებაზეც თანხას უხდიდნენ,"-განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.

ანდრო მაღლაკელიძე განმარტავს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ქუთაისში პარლამენტის შენობის დაკონსერვება გააპროტესტეს და "ქართული ოცნების" ოფისი დააბოქლომეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წავა.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს. აქციაზე იმყოფებოდნენ იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი, მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი, ა(აიპ) "მადლიერების სახლის" დირექტორი თამთა ბაკურაძე, საკრებულოს დეპუტატები და სხვები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020