Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ქმედით ნაბიჯებს მომავალი წლიდან უნდა ველოდოთ"-კიკვიძის ძეგლის აღების საკითხი კვლავ გაურკვეველია
"მსჯელობისა და კონსულტაციების დონეზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს",-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდული საქმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლორთქიფანიძემ ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების საკითხზე.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ძეგლის არსებობა "თავისუფლების ქარტიას" ეწინააღმდეგება და მან საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა. კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამ საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაციის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაიგზავნა.

"გენდერული თანასწორობის საბჭოდან მივიღეთ საკითხი, რომელზეც იმსჯელა კომისიამ. კომისიის გადაწყვეტილებით, გავაგზავნეთ რეკომენდაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო შესწავლა. ქუთაისელების აზრი არის გასათვალისწინებელი. ჩემი პირადი აზრია, რომ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით იმოქმედოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. თუმცა, იქ რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლი იდგეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, უფრო მისაღები იქნებოდა. მსჯელობისა და კონსულტაციების დონეზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, ალბათ, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს მომავალი წლიდან უნდა ველოდოთ. საკითხის განხილვა ჭიანურდება იმდენად, რამდენად პრიორიტეტულია იქ დემონტაჟის დაწყება და ახალ იდეაზე ფიქრი. ამისთვის თვითმმართველობას დრო სჭირდება,"-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

ქუთაისის საკრებულომ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების საკითხზე მოსახლეობის აზრის გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეთა უმეტესობამ მხარი ძეგლის დემონტაჟს დაუჭირა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020