Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
,,დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საზოგადოების მეტი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში" - ელიზაბეთ რუდი
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.  მათ აშშ-სა და იმერეთის რეგიონის თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები განიხილეს, ასევე მხარეში ტურიზმის გაზრდილ პერსპექტივებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებზე ისაუბრეს.

ელიზაბეთ რუდმა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა ძალიან კარგი დისკუსია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ჩვენ ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები და ასევე, შევეხეთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკურ ველზეა. ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელობაზე, დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. გარდა ამისა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს გაძლიერებისკენ არის მიმართული", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი თემა საგანმანათლებლო სფეროც იყო. 


"ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ზოგადად ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას. ასევე, ხაზი გაუსვით იმასაც, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციას ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის და ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ყურადღება გავამახვილეთ აეროპორტის მნიშვნელობაზე რეგიონში. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ ზოგადად რა სიტუაციაა იმერეთში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდიმ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული მე-17 საჯარო სკოლა მოინახულა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020