პოლიტიკა
ქუთაისიდან თბილისში დაგეგმილ აქციას 3700 ადამიანი შეუერთდება
ქუთაისიდან თბილისში დაგეგმილ აქციას, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომის აღსანიშნავად ეწყობა, 3700 ადამიანი შეუერთდება. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქუთაისიდან დღეს დილით გაემგზავრნენ.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ღონისძიებაზე ყველა პირი მისი სურვილით მიდის და პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ადგილი არ აქვს.

"საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა წამოსვლის სურვილი. გარდა ამ ადამიანებისა, ბევრი მიდის მისი ტრანსპორტით. არავითარ დაშინებასა და მობილიზებას ადგილი არ აქვს. "ქართული ოცნება" მხარდამჭერების ტრანსპორტირებას მისი სახსრებით უზრუნველყოფს,"-განაცხადა პარტიის წევრმა და იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, გრიგოლ დალაქიშვილმა.

აქცია თბილისში დღეს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
21:30 / 24.01.2020
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
21:30 / 24.01.2020
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
ამინდი
თბილისი -4 - 3 °C
img
ქუთაისი -2 - 4 °C
img
ბათუმი 0 - 6 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020