Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში ოპოზიცია არ მონაწილეობს
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ,,ევროპული საქართველოსა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ბიუჯეტზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.  დეპუტატების თქმით, მათი ინიციატივების გათვალისწინება არ ხდება, შესაბამისად ბიუჯეტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მოსახლეობას მედიის საშუალებით გააცნობენ.

,,ქუთისის 2020 წლის ბიუჯეტი მგვაჩნია, რომ არის საარჩევნო სამზადისი. ამ დოკუმენტს შევისწავლით, შევაფასებთ და ჟურნალუსტებთან გავაკეთებთ განცხადებას".- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ. 

,,2020 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება წინა წლის ბიუჯეტისგან. ისევ 25 მილიონი იხარჯება აქტივისტების შენახვაში, იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები და ქუთაისი კვლავ დარჩება გადათხრილი ქუჩების ქალაქად. ჭიღვარია და ,,ქართული ოცნების" წევრები გამდიდრდებიან კიდევ უფრო, ვიდრე წინა წელს. ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ".- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა შუშანიამ. 

ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, შესაბამისად, მასში ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნები წარმოდგენილი არ არის.

უმრავლესობის დეპუტატებმა აღმასრულებელს ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამაზე თანხის გაზრდის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის სანიაღვრე სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე და სხვ.

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე აცხადებდა, დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს.


ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020