Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“ფრთხილად! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი”-წულაიას პერფორმანსი თეატრის წინ, ბუჩქებთან
"ფრთხილად! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი!,"-ამ წარწერით გოგი წულაიამ მესხიშვილის თეატრის წინ, ბუჩქებთან პლაკატები მიიტანა. პერფორმანსით პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილი 1 000 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა. წულაია ამბობს, რომ ჯარიმის დაწერა ბუჩქების მორთვისთვის ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური საქციელია.

"ესაა სისულელე და არაადეკვატური საქციელი. ბუჩქზე ერთი ფოთოლი არ დაზიანებულა. თვითონ ჩადიან ასეთ ფაქტებს, კვერცხებსა და ცოცხებს ესვრიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათს ქმედებას რეაგირება არ მოჰყვა. ხის მოჭრისთვის 500 ლარიანი ჯარიმაა, ბუჩქზე სათამაშოს დაკიდებისთვის 1 000 ლარი. ეს არის სიგიჟე. ჩავატარე პერფორმანსი და ვაფრთხილებ მოსახლეობას, რომ თუ არ მოწონხართ შეიძლება 1000 ლარით დაგაჯარიმონ,"-ამბობს გოგი წულია.

პერფორმანსს მოძრაობა "გაბედეც" შეუერთდა.

ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.

საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.

გოგი წულაიამ და "გაბედეს" აქტივისტებმა 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020