Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"სამარცხვინო და სრული ნონსენსი"-რობაქიძის უფლებადამცველი საქმეს სააპელაციოში გაასაჩივრებს
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი უფლებადამცველი როლანდ შონია სააპელაციო საჩივარს უკვე ამზადებს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს. შონია ამბობს, რომ რობაქიძის საქმე სამართლებრივად სამარცხვინოა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება სამართლებრივი ნორმების დარღვევით მოხდა.

"არ შეიძლება ასეთი სამართლებრივი პრეცედენტის დაარსება. ეს საქმე სამართლებრივად სამარცხვინო და სრული ნონსენსია. დააკავეს, რომ შეურაცხყოფა მოაყენა პოლიციასო და ესეც შეთითხნილი იყო. დააკავეს ამ მეთოდით, აქ არ იყო დანაშაულის ნიშნები. საქმის შესაკერად სჭირდებოდათ დრო,"-ამბობს რობაქიძის უფლებადამცველი. 

7 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ რობაქიძე გუშინ გაათავისუფლეს. ვახტანგ რობაქიძე რადიო "ძველ ქალაქთან" საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა და არც ოჯახთან და არც უფლებადამცველთან დაკავშირების საშუალება არ მიეცა. რობაქიძე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

შემთხვევა 14 იანვარს, ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. რობაქიძემ 3 დღიანი პატიმრობა მოიხადა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020