Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"აპელირება უნდა მოხდეს იმ თანხებზე, რომელსაც "ოცნება" მისი პარტიული აქტივის შესანახად ხარჯავს"
"ოცნების" უმრავლესობა არაგულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ მათ სურვილი აქვთ, ოპოზიცია საკრებულოზე მივიდეს,"-ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, მერაბ მეშველიანმა განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ ქუთაისის საკრებულოს სხდომები პარტიულ ყრილობას დაამსგავსა. 

მერაბ მეშველიანი განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის უფლება კანონითაა განსაზღვრული და ოპოზიცია ამ უფლებას იყენებს. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მეშველიანის განმარტებით, ისინი გადაწყვეტილების მიზეზებს მხარს უჭერენ.

"ამომრჩეველი, რომლებმაც მოგვცა საშუალება, რომ საკრებულოზე ვიყოთ წარმოდგენილი, სრულიად ხვდება იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებაში მხარს გვიჭერენ. მე ხაზს გავუსვამდი იმ საჭიროებებზე, რომლებითაც "ოცნების" წარმომადგენლები სარგებლობენ და ზოგ შემთხვევაში გადამეტებულად ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება, როდესაც პარტიულ აქტივისტებს ასაქმებენ. თანხა, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, მიმართულია ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და ურთიერთობისათვის. ეს არ არის ის თანხა, რომელზეც შეიძლება აპელირება მოხდეს. აპელირება უნდა მოხდეს იმ თანხებზე, რომელსაც "ოცნება" მისი პარტიული აქტივის შესანახად ხარჯავს,"-ამბობს მერაბ მეშველიანი.

მეშველიანის განმარტებით, საკრებულოს სხდომებზე დაბრუნება პოლიტიკური საკითხია და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020