Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

"საკრებულო სანოტარო ბიუროდ ჩამოყალიბდა, სადაც რაიმე საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს"
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მოწოდება, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელფასზე, სატელეფონო ხარჯებსა და საწვავზე უარი თქვან, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიასთვის მიუღებელია. შუშანია აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის საქმიანობა მხოლოდ სხდომაზე დასწრებით არ შემოიფარგლება და "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველთან და მედიასთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

"საკრებულო ნოტარიულ ბიუროდ ჩამოყალიბდა, სადაც რაიმე საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები დადიან კვერცხებითა და საღებავებით ოპოზიციების ოფისებთან. რაში შევეჯიბრო მათ სხდომაზე? აქ არის არაჯანსაღი სიტუაცია. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, აქტიურად ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს, ასევე, მედიასთან გვაქვს აქტიური და ხშირი კომუნიკაცია. ვსაუბრობთ პრობლემებსა და კორუფციაზე. ესაა საკრებულოს წევრის ფუნქცია და არა სხდომაზე ყოფნა და სურათების გადაღება. უფრო უკეთესია, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა საკუთარი შემოსავლებით ის ისტორიული ძეგლები აღადგინონ, რომლებიც კვერცხებითა და საღებავებით ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმისას დააზიანეს,"-ამბობს გიგა შუშანია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის თქმით, საკრებულოს სხდომებზე დაბრუნებას აზრი არ აქვს მანამ, სანამ საკრებულო საკითხების განხილვას არ დაიწყებს და თვითმმართველობა მის ფუნქციებს არ შეასრულებს. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი
,,სამართლიანმა არჩევნებმა
10:02 / 08.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.
,,სამართლიანმა არჩევნებმა
14:08 / 07.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობის მოთხოვნას
სოფლის მაჟორიტარმა უპასუხა.
12:58 / 07.07.2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობის მოთხოვნას სოფლის მაჟორიტარმა უპასუხა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 20 - 25 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 20 - 27 °C
img
ფოთი 23 - 25 °C
img
თელავი 20 - 33 °C
img
მესტია 10 - 19 °C
img
ზუგდიდი 21 - 24 °C
img
ბორჯომი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული
13:55 / 11.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები იმერეთიდან
10:02 / 08.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა
14:08 / 07.07.2020
,,სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.