ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია

სამსახურეორივი ავტომობილით სარგებლობაზე უარს ამბობს. მისივე განცხადებით, ასევე აუქმებს ბრძანებას საწვავის ლიმიტის დადგენაზე. მის ამ გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით ხსნის და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი, მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

,,იმისათვის, რომ ვირუსით გამოწვეული ზიანი და დანაკარგები იყოს მინიმალური, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების, კერძო და არასამთავრობო სექტორების და საზოგადოების ერთიანობა! ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირების მიზნით, ვაუქმებ ბრძანებას, საკრებულოს თავმჯდომარის საწვავის ლიმიტის დადგენის შესახებ, ასევე უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე. მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი, მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.” – წერია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *