საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის

ფარგელბში 22 ათასი მრავალშვილიანი ოჯახი 600 ლარიან დახმარებას მიიღებს. ასევე 600 ლარიანი დახმარების მიღებას შეძლებენ შშმ პირები. სოციალურად დაუცველებისათვის 600 ლარიანი დახმარები ქულების მიხედვით განისაზღვრა.  

,,ადამიანები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ეს არის ჩვენს სოციალურ ქსოვილში, ჩვენს სოციალურ ჯგუფში ყველაზე მაღალი რისკის ადამიანები და ოჯახები, მათ განესაზღვრათ 600 ლარის დახმარება. მრავალშვილიანი ოჯახები და ასეთი არის 22 ათასი ოჯახი, მათ ასევე განესაზღვრათ 600 ლარის დახმარება და შშმ პირები, 40 000 ადამიანი, ისინიც მიიღებენ 600 ლარის ოდენობის დახმარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული ის, რომ ჩვენ ეს დახმარება ვადაში გავჭიმეთ 6 თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომ მდგრადობა იყოს მათ გასავლებში. ეს ვირუსი და პანდემიასთან ბრძოლა დასრულებული არ არის.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *