პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ პოლიციის მეორე რაიონული განყოფილების შენობას “ცერცვი” შეაყარა.

პერფორმანსით გოგი წულაიამ შერჩევითი სამართალი გააპროტესტა.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა კორონავირუსის პანდემიის დროს მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალული იყო, კანონი დაარღვიეს. წულაიას განმარტებით, მერიის შენობის აივანზე 8 თანამშრომელი დისტანციის დარღვევით იყო გამოსული, რომლებსაც სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებით ჯარიმა არ დაკისრებიათ.

“თავისუფალი საქართველოს” წევრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ შერჩევით სამართალს და დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადონ.

“არის ასეთი გამონათქვამი-შეაყარე კედელს ცერცვი. ამათთან საუბარი არ ჭრის. როდესაც ეს ფაქტი მოხდა გადავიღე, მივმართე პატრულს და დაიწყეს საქმის მოკვლევა. მოვედი და ველოდები პასუხს, თუმცა, ვიცი რომ არავის დააჯარიმებენ. ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს, ამოიღოს ჯარიმები. მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ გადაიხადონ თანხა, სანამ თვითონ მერიის და სამინისტროების თანამშრომები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, ჯარიმას არ გადაიხდიან,”-განაცხადა გოგი წულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *