"ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძეა. სხვა კანდიდატებთან ერთად, კვიჟინაძე დეპუტატობის კანდიდატად "ოცნებამ" დღეს კოჯორში დაასახელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები წარმატებით, ღირსებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. 

"პაატა კვიჟინაძე არის მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტი და ჩვენი საპარლამენტო გუნდის ღირსეული, გამორჩეული წევრი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატია ბეჟან წაქაძე. 

"ბეჟან წაქაძე ზესტაფონისა და ვანის საპატიო მოქალაქეა. ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი. პარლამენტარის მანდატი მას მისცემს საშუალებას კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს რეგიონის განვითარებაში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლომინაძე დაასახელა, ხოლო სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატად "ოცნებამ" გივი ჭიჭინაძე წარადგინა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ