საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების გამოცხადების აქტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.

“ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ. ჩვენ ეს შეგვიძლია,”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, წინასაარჩევნო პროცესი ჩატარდეს მშვიდობიანად. მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ქვეყნის დემოკრატიულობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *