საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის საარჩევნო უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც" - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო - საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს, საზღვარგარეთ 55 უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში. მაშინ, საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში - 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 29 °C
img
ფოთი 21 - 28 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
11:52 / 28.09.2020
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.