შსს-მ ქუთაისში “ლელოს” საარჩევნო შტაბის წევრზე

ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა პარტიის წარმომადგენელს ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია 13 ოქტომბერს პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გაავრცელა. ანა ნაცვლიშვილი აცხადებდა, რომ მის პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს. მას თვალში კასტეტი ჩაარტყეს და ხელი დაუზიანეს. ნაცვლიშვილი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *