“ქართულმა ოცნებამ” გელათის მონასტერზე დაკარგა 7 წელი, დახარჯა რამდენიმე მილიონი”
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია გელათში არსებულ მდგომარეობას კვლავ აპროტესტებს. შუშანიას განცხადებით, ტაძარი ცინკით გადაიხურა, რაც მასში არსებული უნიკალური ფრესკებისათვის საშიშია. მისივე განცხადებით, "ოცნებამ" გელათზე 7 წელი ტყუილად დაკარგა.

"ქართულმა ოცნებამ" გელათის მონასტერზე დაკარგა 7 წელი, დახარჯა რამდენიმე მილიონი და დღეს სახეზე გვაქვს უხარისხო გადახურვა, როდესაც უნიკალური ფრესკები ნადგურდება. გელათის მონასტერი ხელახლა ცინკით გადახურეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გადახურვა მონასტერს ზამთარში კიდევ უფრო დააზიანებს, რადგან ტენიანობა გაიზრდება. იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" ფული მოეპარა გელათზე, ისეთი კომპანია დაიქირავა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. გადახურვა არასწორია, ტექნოლოგია არასწორია,"-განაცხადა შუშანიამ.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53
ათასი ლარია გათვალისწინებული.
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 1 - 7 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
სოხუმი 3 - 9 °C
img
ფოთი 6 - 10 °C
img
თელავი 2 - 8 °C
img
მესტია -11 - -2 °C
img
ზუგდიდი 3 - 9 °C
img
ბორჯომი -4 - 3 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.