ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი

ოქმი შეადგინა. კომისიის მდივნის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, არჩევნებს პროცესში სულ 77 საჩივარი დარეგისტრირდა, მათგან დაკმაყოფილდა ერთი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი, არ დაკმაყოფილდა 48 და განუხილველი დარჩა 23 საჩივარი. 3 საჩივარი კი გაითხოვეს. მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები უკვე დაიწერა და წინ მეორე ტურია. ლალიაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში, ბიულეტენებში მათი გვარები მაინც დარჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *