ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციის მიზეზად ზაზა ლომინაძე მოსახლეობის არაინფორმირებულობას ასახელებს
"შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა,"-ეს განცხადება ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და 28 თებერვალს ქუთაისში, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

"აუცილებელია, არ დარჩეს არც ერთი კითხვა და გაუცემელი პასუხი ამ მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ უკვე დღეს ვხედავთ სიტუაციას რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ აბსოლიტურად ჩართულები ამ თემაში ჩვენ პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა. მოვიწვიოთ დამატებით ჩვენთან ტელევიზია, პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას. შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობაა ის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს მშენებლობას. მოვუწოდოთ მათ, ვისაც გაუფორმდა ხელშეკრულება, რომ უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. დღევანდელი ინფორმაციით, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არ არის შესრულებული," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

ზაზა ლომინაძემ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

"პარლამენტს ამისთვის აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც ამ შემთხვევაში გამოდის მოთხოვნით, რომ ამასთან დაკავშირებით იყოს უფრო აქტიური დისკუსია პარლამენტში მათ შორის. რასაკვირველია, ეს განხილვის საგანია მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება ამაზე, შეგვიძლია საკომიტეტო ან პლენარულ ფორმატში, პარასკევს მოვუსმინოთ სხვა პროფილის მინისტრებს ამ თემაზე,"-განაცხადა თალაკვაძემ.

თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და კითხვებზე პასუხს ითხოვს. ისინი ღამეებს კარვებში ათევენ. 28 თებერვალს კი ქუთაისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები