პოლიტიკოს გოგი წულაიას, რომელიც შსს-მ გუშინ

დააკავა, ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებულის ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, საქმის მასალები ჯერ გამოძიებას დაცვის მხარისათვის არ გადაუცია. უფლებადამცველი ამბობს, რომ გოგი წულაიას მომხდართან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს. 

“რაც შეეხება გაჟღერებულ ფაქტს, რაც მოვისმინეთ ამ ქალბატონისაგან, გოგი წულაია გამორიცხავს, არ ეთანხმება. ამბობს, რომ ეს არის რაღაც ნიადაგზე გაკეთებული განცხადება. აქვს უამრავი კითხვა, მათ შორის ხომ არ იყო ეს პროვოცირებული,”-ამბობს გელბახიანი.

უფლებადამცველის თქმით, ამ დროისთვის ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ასევე წულაიასგან აღებულია თმის, ფრჩხილისა და ნერწყვის ნიმუშები. 

წულაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაია 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა,”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *