ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მასშ სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. როგორ მინისტრი ამბობს, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ვაქცინისადმი ნდობა არსებობდეს და ამას მედიკოსებმა ხელი უნდა შეუწყონ.

,, ვირუსთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გვაქვს მეტი ცოდნა და გამოცდილება. რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები, მაგრამ მსგავსი ფაქტები არა მარტო საქართველოში, არამედ მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც ფიქსირდება. ვწუხვარ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების გამო, თუმცა სამედიცინო საზოგადოებისთვის უცხო არ არის მოვლენა, როცა მიუხედავად მაქსიმალური ჩარევისა, სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ. ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, სამედიცინო მუშაკებმა უნდა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოების წინაშე აკისრიათ და ხელი შეუწყონ, რომ პროცესი დადებითად წარიმართოს, ” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე დღეს სამედიცინო პერსონალს საჩხერეშიც შეხვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *