ქუთაისის გენერალური განვითარების ხედვების საჯარო განხილვა ქუთაისში 8 აპრილს ჩატარდება
ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავებული არ არის და წარმოდგენილი დოკუმენტი ქუთაისის განვითარების ხედვებს მოიცავს. ქუთაისის მერიის ააიპ ,,არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს"" ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ ქუთაისში საჯაროდ ის დოკუმენტი განიხილება, რომელიც თბილისში იყო წარდგენილი. 

"თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გვქონდა შეხვედრები პროფესიულ წრეებთან. ახლა გვინდა ფართო საზოგადოების აზრი მოვისმინოთ. მხოლოდ ეს ნაწილი დაგვრჩა, რომ ხედვა დავასრულოთ და შემდეგ გადავალთ კონცეფციის ეტაპზე. ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ასე ვხედავთ ქუთაისს მომავალში, მაგრამ თქვენ რას გვეტყოდით, რამდენად სწორია ჩვენი ხედვები,"-ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.

საჯარო განხილვაში მონაწილეობას პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრები და ურბანულ-ქალაქგეგმარებით სფეროში მოღვაწე სპეციალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები მიიღებენ.

შეხვერა 8 აპრილს, 11:00 საათზე, წერეთლის უნივერსიტეტში დაიწყება. საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

გეგმის პირველი წარდგენა თბილისში მოხდა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ გეგმა ქუთაისში უნდა განხილულიყო. 

მერიამ სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქის განაშენიანების თაობაზე გენგეგმის დამტკიცების შესახებ ტენდერი 2020 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა"" გაიმარჯვა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები