“თქვენ გახსოვთ პრემიერის პირველი განცხადება, როცა ის

ამბობდა, რომ ეს პროტესტი გარე ძალებისგან იყო ინსპირირებული, ძირითადად გულისხმობდა ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს. ახლა ვნახეთ, რომ მისი მხრიდან ეს შეფასდა როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა. ეს საკითხი პრობლემურად ჩვენმა პროტესტმა დააყენა,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, რომლითაც რიონის ხეობის “მცველები” პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელშეკრულებაში ბევრი კრიტიკული შეუსაბამობაა, რის გამოც მშენებლობა ვერ გაგრძელდება და რასაც პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს. მისი განცხადებით, რომ არ ყოფილიყო ადგილობრივების პროტესტი, ამ დრომდე არ იქნებოდა ცნობილი, რომ მშენებლობას ქვეყნის ინტერესები ეწირება.

“ვიწონებთ განცხადებას, რომ ამ ხელშეკრულების პირობებში მშენებლობა ვერ გაგრძელდება. ისე წავიდნენ ინვესტორთან პრობლემების მოსაგვარებლად სასაუბროდ, რომ ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ რა გვაქვს სათქმელი. პრემიერისთვის პრობლემური აღმოჩნდა ხეობის 100 წლით გასხვისების საკითხიც. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე, როცა ვიცით რა იყო თავდაპირველი რიტორიკა,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუშინ პრემიერმა თქვა, რომ იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება. ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტი უკეთესი პირობებით განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *