საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვაზე ტყუილია.


მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში  პოზიტიურია და საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას  დადებითი შეფასება აქვს.

მინისტრი ამბობს, რომ არა თუ გაზრდილია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, არამედ 75%-ით არის შემცირებული.

"მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული",- დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

გუშინ, 29 სექტემბერს, EUobserve-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დისკუსიები კვლავ წამოიჭრა. EUobserve-ის თანახმად, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში ბოლო დროს უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციით სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებულნი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, EUobserve-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და მას ფეიკ ნიუსი უწოდა.


 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.