ქუთაისის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან”,

იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა. იოსებ ხახალეიშვილმა ხმა მე-40 უბანზე მისცა.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. გავაკეთე არჩევანი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება მშვიდობიანი და წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *