პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხმის მიცემის დროს აგიტაციის წესი დაარღვია – ის უბანზე მივიდა ლურჯი პიბადით, რომელზეც ქართული ოცნების ლოგო იყო გამოსახული.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

“როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი”. – თქვა ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *