ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებს უბნებში შესვლასთან დაკავშირებით დილიდან პრობლემები ექმნებათ.

გარდა ამისა ფიქსირდება, დარღვევების ფაქტები. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მე-7 საარჩევნო უბანზე მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც მარკირება ჰქონდა.

მე-40 უბანზე ხდება მანქანიდან ფულის დარიგება,მე-17 უბანთან მივიდა მოქალქე, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, 51 და 101 უბნებზე გვერდით ოთახე ში ქართული ოცნების კოორდინატორები ახდენენ ამომრჩევლების აღწერას.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქუთაისში სულ 124 უბანია და რეგისტრირებულია 153746 ამომრჩეველი. ქალაქის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და იოსებ ხახალეიშვილი ,,ქართული ოცნებიდან”. პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *