ქუთაისის მე-15 უბანზე on.ge-ს ჟურნალისტს, იზაბელ მოდებაძეს ,,ქართული ოცნების” კოორდინატორებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც იზაბელ მოდებაძე განმარტავს, აგიტატორების გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ დარღვევის ფაქტის აღოჩენამ და გადაღებამ გამოიწვია.

 

,,აგიტატორს ხელში ეჭირა სია ფოტოსურათებით. გავიგონე, რომ ამბობდა, წადით და სიის მიხედვით ხალხი მოიყვანეთო. დავიწყე გადაღება, რამაც ეს ქალბატონი გააღიზიანა და ჩხუბი დამიწყო, ძალიან აგრესიული იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. შემდეგ მოვიდა კაცი, რომელსაც უნდოდა ტელეფონი წაერთმია, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე,’’-ამბობს იზაბელ მოდებაძე.

დღეს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს  ტვ მედია პრესის ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძესაც. გიგა გელხვიიძეს მე-14 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *