„კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება“ - სახელმწიფო ინსპექტორი

„კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება“,
–  სახელმწიფო ინსპექტორი სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს  გამოქვეყნებულ კადრებს ეხმიანება.


სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო:

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით. იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის
მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!
კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის
წინ.
 
დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე
პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ
დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ
დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე
პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ
დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ
დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 6 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 3 - 5 °C
img
სოხუმი 2 - 6 °C
img
ფოთი 3 - 6 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -9 - -4 °C
img
ზუგდიდი 0 - 4 °C
img
ბორჯომი -5 - 1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021
პოლიტიკის სიახლეები
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!

  ,,ის რაც ვნახეთ იმაზე მძიმეა კადრებია, ვიდრე ის, რაც გასაჯაროვდა’’-ნიკა გვარამია
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი" -ქუთაისში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ
11:53 / 21.01.2022
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი!" , ,,ქუთაისის მერი - 5500 ლარი, სოციალურად დაუცველი -60 ლარი", ,,ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები"-