მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია მიმდნარეობს.

აქციის მონაწილეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ,,ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

„კონკრეტული გეგმით ვიყავი წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. არ ვიცით რას გადაწყვეტს სააკაშვილი. Მჯერა, მისი გადაწყვეტილება სწორი იქნება’’-აცხადებს ნიკა მელია.

დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ საკითხზე ექსპრეზიდენტთან გლდანის ციხეში ეკა ხერხეულიძე მივიდა, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა ითხოვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *