ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შენობების რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება

აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული
მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების შეღებვა და დეკორატიული საფასადე მასალით მოპირკეთება. გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული კედლის მოპირკეთებას ითვალისწინებს.

“ყველა მრავალსართულიანი სახლის ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მსგავსი პროექტი ზესტაფონში არ განხორციელებულა”, – ამბობს ვასილ გველესიანი, ზესტაფონის მერი.

ყველა მრავალსართულიანი სახლის ფასადს უტარდება რეაბილიტაციაყველა მრავალსართულიანი სახლის ფასადს უტარდება რეაბილიტაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *