ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე დააკავეს.

ზალიკო კუხიანიძე 2021 წლის არჩევნების შედეგს გაყალბებულს, ხოლო არჩევნების შედეგად მიღებულ საკრებულოს და ქალაქის მერს არალეგიტიმურს უწოდებდა და პროტესტის ნიშნად ადმინისტრაციული ორგანოს შენობასთან აქციას მართავდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზალიკო კუხიანიძემ საკრებულოს სხდომაზე შესვლა და დასწრება სცადა, რის უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციის თქმით, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად, ორი დღით ადრე საშვის აღება იყო საჭირო, რასაც ზალიკო კუხიანიძე ტყუილს უწოდებს.

 

,,ტყუილია, ორი დღით ადრე საშვი არ არის საჭირო. კანონები კარგად ვიცი. Ჩემი უფლებაა დავესწრო სხდომას და თქვენ ამას ვერ ამიკრძალავთ. Ამ ქალაქში ვცხოვრობ და მაქვს უფლება დავესწრო სხდომას და ვიცოდე რაში იხარჯება ჩემი ფული. თუ არ შემიშვებთ, ჩემი ძალით ვეცდები შესვლას,’’-მიმართა ზალიკო კუხიანიძემ სამართალდამცველებს.

ზალიკო კუხიანიძე პოლიციამ დაპირისპირების დროს დააკავა.

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *