,,ბოდიშს ვუხდით უკრაინელ ხალხს ჩვენი ხელისუფლების განცხადებების გამო"-აქცია ქუთაისში
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქციას მართავენ. ისინი,  სიმბოლურად, დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ, რითაც ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას გაუსვეს ხაზი. აქციის მონაწილეებმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგმეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას რუსეთის სანქცირებაზე. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მათ პოზიციას არ გამოხატავს და ისინი უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი რამდენიმე წუთში დონეცკის ქუჩიდან მოედნის მიმართულებით დაიძრებიან და მსვლელობას გამართავენ.

,,ქუთაისი პატარა ქალაქია, მაგრამ ის ყოველთვის იდგა იქ, სადაც საჭირო იყო მოქმედება და მხარდაჭერა. ამ მოტივით იკრიბება საზოგადოება , რომელსაც უნდა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ,"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ მელაძე.

,,ასეთი კონსოლიდირებული მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასდროს ყოფილა, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. მთავრობამ უარი თქვა რუსეთის სანქცირებაზე. დიდ ბოდიშს ვუხდით უკრაინელ ხალხს და გამოვხატავთ სოლიდარობას მათ მიმართ,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი.

უკრაინაში ვითარება დღითიდღე იძაბება. მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს. ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის სანქცირებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია
ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის
მაჩვენებელი.
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

,,ნაციონალური მოძრაობა
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ,
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ანტიკორუფციული მოძრაობა აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისმის, რომ
ქუთაისში, ჭავაჭავაძის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების
დროს მუშები ძველ ფილებს ჰყიდიან.
12:26 / 27.09.2022
ანტიკორუფციული მოძრაობა აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისმის, რომ ქუთაისში, ჭავაჭავაძის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს მუშები ძველ ფილებს ჰყიდიან.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
რუსეთი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

12:39 / 06.09.2022
ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
15:39 / 06.09.2022
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
17:26 / 05.09.2022
პოლიტიკის სიახლეები
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

 ,,ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ,,საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
 ,,ბოლო ხუთ დღეში ,,ზემო ლარსიდან’’ შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია’’-ვახტანგ გომელაური
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
 ,,დაკავების შემდეგ შევხვდი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა’’-ვახტანგ გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ამინდი
თბილისი 14 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 25 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img