თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერა უნდა დააფიქსიროს, ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციების უმეტესობა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ არის მართული, ამიტომ მათი განცხადება არაფერს ნიშნავს.

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, ნაწილი არის “ნაციონალური მოძრაობის” თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას გამოწვევებთან გასამკლავებლად 6-პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად უნდა დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *