სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს

იმერეთის- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვნაეთის მომსახურების ცენტრის ხელმძვანელი ირაკლი რაზმაძე კერძო ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი რაზმაძის განცხადებით კერძო საამზომველო კომპანიებს, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

“უამრავი ადამიანია, რომელსაც დოკუმენტები სახლში აქვს, მაგრამ აზომვითი ნახაზის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდა ქონების რეგისტრაციას. ამიერიდან კი მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთანავე, დადგინდება რა რაოდენობის კერძო და სახელმწიფო საკუთრება გვაქვს ქვეყანაში, რაც რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემაა,”- განაცხადა ირაკლი რაზმაძემ.

ინიციატივა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და პროექტით უკვე 1000–ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *