არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” ქუთაისის ოფისში

, ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბოლო ერთი თვის მანძილზე განხორციელებული პროექტების შესახებ და სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.

“სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით ანგარიში ამ თვეში არჩევნებს დაეთმო.

“მოგეხსენებათ, რომ სრულად დაეთმო არჩევნებს, ჩვენ გამოვაქვეყნეთ რამდენიმე შუალედური ანგარიში საარჩევნო პერიოდის შესახებს, ასევე ვისაუბრეთ  თუ როგორ ჩაიარა არჩევნების პირველმა ტურმა, ასევ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ სრული მზადყოფნა გვაქვს დავაკვირდეთ ყველა მაჟორიტარულ ოლქს, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნოდარ ჯიქიას თქმით, მათ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება არჩევნებში მომხდარ დარღვევებძე იყო გამახვილებული.

“ქუთაისში უბნების გახსნის დროს, ყველაზე მეტად იყო პროცედურული დარღვევები, სამწუხაროდ ძალიან არაკავლიფიციური საარჩევნო ადმინისტრაცია გვყავდა. ასევე წილისყრის პროხცედურები კანონის დარღვევით შესრულდა, თითქმის ყველა უბანზე საკონტროლო ფურცლების რეკვიზიტები არასწორად იქნა შევსებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ასეთი ცუდი კვალიფიკაციის მქონე ადმინისტრაცია არ მინახავს.”-განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *