ქუთაისის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს,

რომელიც 2005-2016 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, უძრავი ქონებისა და მიწის გასხვისების კანონიერებას შეისწავლის, უნდობლობას ჯგუფის წევრი გიორგი უკლება უცხადებს. ის კომისიის სხდომებს არც მანამდე ესწრებოდა არც მომავალში აპირებს დაესწროს. გიორგი უკლება მიიჩნევს, რომ ამ კომისიის მუშაობა აბსურდია: “არ ვაპირებ მაგათ სხდომებში მონაწილეობის მიღებას , იმიტომ რომ ეს კომისია მთლიანად არის აბსურდი. მათი მიზები და ამოცანები მთლიანად არის შეუთავსებელი ამომრჩევლის ინტერესბთან. კომისიამ გაინხაგრძლივა არსებობა ერთი თვით და დარწმუნებული ვარ არც ერთი თვე ეყოფა და არც კიდევ რამდენიმე თვე იმისათვის, რომ რაიმე ღირებული დაადგინონ. ამიტომ, აზრს ვერ ვხედავ მათთან კომუნიკაციაში და ურთიერთობაში”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას გიორგი უკლებამ. ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, წინასაარჩევნო კამპანიის გამო შეჩერებული მუშაობა განაახლა. შესწავლილ საქმეებზე ჯგუფმა დასკვნა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დადოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *