ქართული 50 ლარიანი

“კუპიურების ოსკარზეა” წარდგენილი. 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსი ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ გამოაცხადა. ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს. “ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით. მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც “საქართველოს ოქროს ხანა”. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები”.

წელს 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოში ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება მოხდა. განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

კონკურსში ქართულ 50 ლარიანტან ერთად წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ავსტრალიური 5 დოლარიანი, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა და მალდივის კუნძულების 1.000 რუპია.

ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა 1961 წელს. ასოციაცია წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს 2005 წლიდან ატარებს.

იხილეთ ბმული:
http://www.theibns.org/joomla/index.php?option=com_content&view=article&id=532&catid=13&Itemid=51

https://www.bloomberg.com/news/features/2016-12-01/the-best-new-global-bank-notes

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *