კიევში ქართველი სტუდენტები სცემეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  მათ ფიზიკურად პოლიცია გაუსწორდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.  ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.  დაზიანებები აქვთ მიღებული დანარჩენ სტუდენტებსაც.

ქართველი სტუდენტების ინფორმაციით,  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *