სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

” წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.
სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეტებენ:
“რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *