საზოგადოება
ქუთაისის მერია ავეჯის შესაძენად ტენდერს აცხადებს
სავარძლების, მაგიდებისა და ტუმბოების
შესაძენად 12 ათას 410 ლარია განკუთვნილი. ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად სატენდერო წინადადებების მიღება 21 აპრილიდან იწყება და 24 აპრილს მთავრდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა შეიძინონ 20 ცალი კომპიუტერის სავარძელი ტყავის შემცვლელის ზედაპირით, გორგოლაჭებზე. მეტალისა და პლასტმასის კარკასი. სიმაღლისა და საზურგის რეგულირება. პლასტმასის სახელურები. სტანდარტული სიმაღლის.
15 ცალი გორგოლაჭიანი სავარძელი - ტყავის შემცვლელი ზედაპირით, გორგოლაჭებზე. მეტალისა და პლასტმასის კარკასი. სიმაღლის რეგულირება. სახელურები საზურგესთან მიმაგრებული. საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე - არანაკლებ 47 სმ, სტანდარტული სიმაღლის.
15 ცალი გორგოლაჭიანი სავარძელი - ბადის ზედაპირით, გორგოლაჭებზე. მეტალის კარკასი. სიმაღლის რეგულირება. სახელურები საზურგესთან მიმაგრებული. საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე - არანაკლებ 47 სმ, სტანდარტული სიმაღლის.
70 საოფისე სკამი - მეტალის კარკასი, ოთხი არაგორგოლაჭიანი ფეხით. სკამის ფეხები ბოლოვდება პლასტმასის იატაკის დამცავი ძირებით. დიზაინი: სახელურების გარეშე, რბილი საზურგითა და დასაჯდომით, საზურგე და დასაჯდომი დაფარული მაღალი ხარისხის ქსოვილის რბილი ზედაპირით, საზურგეს და დასაჯდომს უნდა ჰქონდეს პლასტმასის გარეკანი. ფერი შავი.
1 საოფისე სავარძელი - მაღალი ხარისხის ტყავის ზედაპირით, ვარსკვლავა მასიური ხისა და მტკიცე მეტალის კომბინაცია, გორგოლაჭებზე. სიმაღლისა და საზურგის მდგომარეობის რეგულირება. სახელურები მასიური დეკორატიული ხის. არანაკლებ 150 კგ. წონაზე გათვლილი საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე - არანაკლებ 47 სმ, სტანდარტული სიმაღლის
2 საოფისე სავარძელი - წარმომადგენლობითი, ოფიციალური ხელმოწერებისათვის მაღალი ხარისხის ტყავის ზედაპირით, უძრავი ფედებით. სახელურები მასიური. არანაკლებ 100 კგ. წონაზე გათვლილი საზურგის სიმაღლე არანაკლებ 65 სმ. დასაჯდომის შიგა სიგანე - არანაკლებ 47 სმ, სტანდარტული სიმაღლის. ფერი შავი.
20 სავარძლის ამორტიზატორი - მაღალი ხარისხის, სავარძლის ზომის გათვალისწინებით.
50 სავარძლის გორგოლაჭი - მაღალი ხარისხის, დიდ წონაზე გათვლილი, სილიკონის შემცველი
1 მაგიდა - ოფიციალური ხელმოწერებისათვის. სიგრძე-200სმ, სიგანე-90სმ, სიმაღლე-75-80 სმ. შავი ფერის ლამინირებული დსპ, ზედაპირი დამასივებული 8სმ ბორტით.
10 ტუმბო - პრინტერის დასადები. ზომები: სიგრძე-60სმ, სიგანე-45სმ, სიმაღლე-75-80სმ. ზედა ღია თაროთი ქვედა თარო დახურული კარით, შუაში გაყოფილი თარითი.
5 მაგიდა საოფისე - სიგრძე-120სმ, სიგანე-60სმ, სიმაღლე-75-80 სმ. ლამინირებული დსპ, მარჯვენა მხარეს ერთი ღია და სამი დახურული თაროთი.
"მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, შესაბამის სართულზე, ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
საუბრის დასასრული

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში შსს-მ ნარკოდანაშაულის გამო ერთი პირი დააკავა.
12:29 / 23.03.2019
ქუთაისში შსს-მ ნარკოდანაშაულის გამო ერთი პირი დააკავა.
ხარაგაულში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაციისათვის 180 ათასი ლარი
დაიხარჯება.
14:03 / 22.03.2019
ხარაგაულში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაციისათვის 180 ათასი ლარი დაიხარჯება.
ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად შესაძლოა 35 ათას 191 ლარი
დაიხარჯოს. ქუთაისის მერიის მიერ
13:01 / 22.03.2019
ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად შესაძლოა 35 ათას 191 ლარი დაიხარჯოს. ქუთაისის მერიის მიერ
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის
15:12 / 21.03.2019
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის
ტყიბულში, ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკის პროექტისთვის 100-მდე
ადამიანის შერჩევა-გადამზადება იგეგმება,
13:18 / 21.03.2019
ტყიბულში, ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკის პროექტისთვის 100-მდე ადამიანის შერჩევა-გადამზადება იგეგმება,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 11 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
ქუთაისელი მოსწავლის ნახატი მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევართა შორის მოხვდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლის, 10 წლის თამარ ნოზაძის
18:15 / 28.02.2019