ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში

7 ივნის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგის” ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი მოეწყობა.

კონცერტიდან შემოსული თანხა ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ.

“კონცერტში მონაწილეობენ ცნობადი სახეები, როგორებიცაა მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, დათო ხუჯაძე, დათუნა მგელაძე და სხვები. ჩემი თხოვნა არის, რომ დავდგეთ ყველანი ერთად, ჩავკიდოთ ხელი და მოვეხმაროთ ამ ადამიანებს, მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება,”-განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისა და დახელოვნების ლიგის დამფუძნებელმა ხვიჩა სიმონიამ.

კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, ბილეთის ღირებულება 10 ლარი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *