ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარის მშენებლობასთან

დაკვშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ქალაქის მერი განმარტავს, რომ თუ სკვერში კარგი კაფე ჩაიდგმება ამაში ცუდი არაფერი არ არის.

“ის ადგილი, რომელიც “ფლამინგოს” მეპატრონის მიერ იქნა შერჩეული, იყო მოუწესრიგებელი ავტოსადგომი, ამის სურათებიც არსებობს, თუმცა ის სკვერად იყო დარეგისტრირებული და მიგვაჩნდა, რომ მათაც და ასევე მეც რომ თუ სკვერში კარგი კაფე ჩაიდგმება ამაში ცუდი არაფერი არ არის. ზუსტად ისე იქნება, როგორც კანონში წერია, მე კანონს ვერ დავარღვევ, საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულია და ამ ადამიანებს გადაცემული აქვთ ეს ადგილი და უკუქმედების განხორციელების უფლება არ გვაქვს,”-აცხადებს ქუთაისის მერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ხმაური იყო ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ ნომერ 17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტა.

მოსახლეობის გაღიზიანება ადგილზე კაფე-ბარის მეპატრონეების მისვლამ და სამშენებლო მასალების მიტანამ გამოიწვია. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კაფე-ბარის ერთ-ერთი მეპატრონე და მოსახლეობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *