ნიუპორტის ქუჩა ქუთაისში, რომელიც ქალაქის ცენტრში

მდებარეობს წყლით იტბორება. მიზეზი დაზიანებული წყლის მილია. პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ადგილობრივ ხელისუფლებას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მოუწოდა პრობლემა დროულად მოაგვარონ.

“ებრაელი ტურისტები მოდიან აქ სალოცავებში. მოდიან იმ კუთხეში სადაც ებრაული დასახლება იყო და ყოველდღიურად უყურებენ ამ მდგომარეობას. ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია არსებობს. როდემდე შეიძლება იყოს მიტოვებული და უყურადღებოდ ეს ქუჩა, ადგილი, სადაც უამრავი ტურისტი დადის”, – ამბობს გოგი წულაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *