აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მწერალ ლაშა ბუღაძეს უმასპინძლა.

 

ბუღაძე ქუთაისელ სტუდენტებს პროექტის- “მწერლები ევროპული ღირებულევებისათვის” ფარგლებში შეხვდა, რომელიც დისკუსიებს ლიტერატურაზე, საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირზე მოიცავს.

მწერალმა ყურადღება ევროპის შესახებ საზოგადოებაში არსებულ მითებზე გაამახვილა და სხვადასხვა ჯგუფები ევროპის მიმართ მტრის ხატის შექმნაში დაადანაშაულა.

“ქართული მარში” საზოგადოების ხელოვნური მოვლენაა. ეს არის გაღვივებული და წაქეზებული შიში, რომელიც აბნევს ადამიანებს. უნერგავს შიშს იმისა, რომ წაართმევენ რელიგიას, ტრადიციას. ევროპა კი განსხვავებულ ღირებულებათა ერთიანობაა,”-განაცხადა ბუღაძემ.

ბუღაძემ, სტუდენტებთან ერთად, თანამედროვე და ანტიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებებში არსებული ცენზურის მაგალითები განიხილა. ასევე, ლიტერატურაში მტრის ხატის შექმნასა და რასობრივ დისკრიმინაციაზეც ისაუბრა.

ლაშა ბუღაძემ სტუდენტებს წიგნი-“დიალოგი ცენზურაზე” წარუდგინა. ნაწარმოები დიალოგებისგან შედგება და განმარტავს, თუ როგორ იყენებს ადამიანის ფსიქიკა ცენზურას. ამასთანავე, გვიყვება, თუ რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებასა და რელიგიაში.

პროექტი “ევროპის ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება. იდეის ფარგლებში, მწერლები: ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და რატი ამაღლობელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ხვდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *