საზოგადოება
იმერეთში რეგიონული ჰაბი ჩამოყალიბდა
ორგანიზაციამ "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონს საზოგადოებრვი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადენლები და სამოქალაო ლიდერები. 
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. პრეზენტაციის შემდეგ, ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია. 
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს იერ, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5,07 მლნ. ევრო, განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი. ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების და დასაქმების ცენტრი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
22:36 / 19.02.2020
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
22:36 / 19.02.2020
21 თებერვალს ზესტაფონის მოსახლეობას წყლის
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას
ითხოვენ.
20:54 / 19.02.2020
ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ.
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მისი ადვოკატი
შეხვდა,
18:15 / 19.02.2020
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მისი ადვოკატი შეხვდა,
ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი
დღის დაიწვა,
13:40 / 19.02.2020
ხონის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელიც ორი დღის დაიწვა,
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020